რა მოხდა ევროკავშირში უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე? - ნახეთ, დასავლელი ლიდერების განცხადებები

ukraina saqartvelo moldova

ევროკავშირის საბჭომ მხარი უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა. ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი ერთხმად უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ დაუჭირეს, რაც ევროკომისიამ კიევის და კიშინიოვის განაცხადი ოფიციალურად დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები, რომელზეც უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდებოდა, უფრო რთულად წარიმართა, ვიდრე ელოდნენ.

ზოგიერთმა ქვეყანამ განსახილველად ბოსნიის და ჰერცეგოვინის განაცხადის გატანა გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება უკრაინის და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, ერთსულოვნად მიიღეს.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირის საბჭომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რა რეკომენდაციაც ევროკომისიამ გასცა – საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც რეკომენდაციებს შეასრულებს.

ამის შესახებ ცნობები ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურუსლა ფონ დენ ლაიენმა Twitter-ზე პოსტები გამოაქვეყნეს, სადაც ლიდერებმა აქცენტი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე გააკეთეს.

"ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს.

ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია". - აღნიშნა მიშელმა. 

 

ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ასე გამოეხმაურა:

"დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, მაია სანდუს და პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

თქვენი ქვეყნები ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია და ლიდერების დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება ამას ადასტურებს." - წერს ურუსლა ფონ დენ ლაიენი. 

 

ევროკავშირის საბჭოში მონაწილეობის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ივლის წინ იმ ევროპისკენ, რომლისთვისაც ღირებულია გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები.

მეტი ევროპისთვის, სწორედ ახლა არის შესაბამისი დრო.

 

"რამდენიმე საათის წინ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელმაც დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ სამი ქვეყნისთვის კარის გაღებას." - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ. 

 

 

 

 

დასავლელი ლიდერების განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასე შეაფასა:

"საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია".

 

"ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.