ოპოზიციაში აქვთ „შავი სიები“ იმისა, ვინ დააბულინგონ, დაამუნათონ - შალვა პაპუაშვილი

shalva papuashvili

,,როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც „შავი სიები“ ჰქონდათ და ეს ყველამ იცის. „შავი სიები“ იმისა, თუ ვინ უნდა მიეწვიათ კონცერტზე და ვინ არა, ვინ უნდა მიეღოთ სამსახურში და ვინ - არა",-  ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ე.წ. შავი სიის შექმნის შესახებ.

"უკვე დიდი ხანია, რაც ოპოზიციაში აქვთ „შავი სიები“ იმისა, ვინ დააბულინგონ, დაამუნათონ. როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ, მიუბრუნდებიან ამ „შავ სიებს“და გამოიყენებენ იმ რეპრესიებისთვის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჰქონდათ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.