ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ცოლ-ქმრის ვინაობა
1780866527
რუსთავის მერიაში, ახალი მუნიციპალური სერვისების დანერგვის მიზნით მიმდინარე რეფორმა, ამჯერად არქიტექტურის სამსახურში იწყება.
ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის თანამშრომლებს არქიტექტურის სამსახურის ახალი უფროსი- კობა ძლიერიშვილი წარუდგინა და მერიის არქიტექტურული სერვისების სრული რებრენდინგი დააანონსა. თანამედროვე ურბანიზაცია, სწრაფი და მოქნილი არქიტექტურილი სერვისი, ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმა, მწვანე ქალაქის კონცეფციის რეალიზება - ეს ის საკითხებია, რომელზეც მერიის არქიტექტურის სამსახური იმუშავებს.
როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, ურბანული გავითარების ახალ გამოწვევებს, რაც რუსთავში მიმდინარე მშენებლობების მასშტაბების გაზრდაში და დეველოპერების მხრიდან, რუსთავით დაინტერესებაშიც გამოიხატება, ქალაქი მოქნილი სერვისებით და თანამედროვე არქიტექტუტული ხედვით უნდა შეხვდეს.
,,ამ ეტაპზე, რუსთავი ურბანული განვითარების ახალ საფეხურზე გადადის და ამიტომაც გახდა საჭირო, არქიტექტურის სამსახურის რეფორმა. სამსახური უნდა გავაძლიეროთ პროფესიონალი არქიტექტორებით, რომლებიც შეძლებენ მიმდინარე სამშენებლო პროცესების სწორ ანალიზს. მე დარწმუნებული ვარ, რეფორმით და სამსახურის ახალი უფროსის - კობა ძლიერიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი ქალაქის არასწორი და ქაოტური ურბანული განვითარების თავიდან აცილებას შევძლებთ. უახლოეს პერიოდში გვეგმავთ პრეზენტაციას, თუ როგორ ვხედავთ რუსთავის განვითარებას, სამშენებლო, ურბანული და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიმართულებებით”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ,,მოქნილი, ხელმისაწვდომი და სწრაფი გვინდა გახდეს არქიტექტურული სერვისები მოსახლეობისთვის. აუცილებელია ამ მომსახურების სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანა.
მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტში ამა თუ იმ პროექტით მოსულმა მოქალაქემ, ადექვატური და სწრაფ სერვისი მიღოს. რუსთავი, რადიკალურად განსხვავებული არქიტექტურული სტილის ორი ურბანული ზონისგან შემდგარი ქალაქია. მისი მომავალი ურბანიზაცია, ისტორიული, ძველი ნაწილის სტილის შენარჩუნების და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზი უნდა გახდეს. აუცილებელია, რუსთავის, როგორც მომავალი მწვანე ქალაქის კონცეფციის რეალიზებაც. - განაცხადა არქიტექტურის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა კობა ძლიერიშვილმა კობა ძლიერიშვილი განათლებით არქიტექტორია, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს საერთაშორისო აკადემიის არქიტერქტურის ფაკულტეტი დოქტორის ხარისხით. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად, აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის უკრაინის სამეცნიერო აკადემიის პრემიის ლაურიატი, დღემდე იყო ,,ქართველი ხუროთმოძღვრის" დირექტორი.