ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
"საკმაოდ სარისკო თამაშში შევიდა ბადრი ჯაფარიძე, როცა განაცხადა, რომ კენჭს იყრის რუსთავის არჩევნებში. მისი შანსები საკმაოდ მსხვრევადად გამოიყურება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„არ მგონია, მაინცდამაინც დიდი პერსპექტივები ჰქონდეს და როგორც ჩანს, ის ცდილობს, ყველა მხრივ ეძებოს გარკვეული მხარდაჭერა და გაიუმჯობესოს შესაძლებლობები. მე არ მგონია, რომ გაერთიანებული ოპოზიციური ძალისხმევა დიდად წაეხმაროს, რადგან ერთი შეხედვით დადებითი მხარე, რომელიც აქვს ამ ოპოზიციურ მხარდაჭერას პირიქით, ნეგატიური ფაქტორი აღმოჩნდეს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდში დგომა ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის, პოლიტიკურად და ელექტორალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე ტვირთია. შესაბამისად, არ მგონია, ეს ზრდიდეს მის შესაძლებლობებს, პირიქით, შეიძლება, აკნინებდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში თავის მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს „ლელოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.