ნაცპროპაგანდას ნორმალურ ამბად მიაჩნია ქვეყნის მთავრობის მეთაურზე სამიზნე ლაზერის მინათება და ამაზე სამართალდამცველთა რეაგირება, თურმე „ანტიდემოკრატიულია“ - გია აბაშიძე

gia abashidze

მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული „ტვ პირველი“ იმდენად შორს გაიჭრა, რომ ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების საკითხს. თურმე, ნორმალურ ამბად მიაჩნიათ ქვეყნის მთავრობის მეთაურზე სამიზნე ლაზერის მინათება და ამაზე სამართალდამცველთა რეაგირება, თურმე „ანტიდემოკრატიულია“, - ასე ეხმიანება „ტვ პირველის“ სიუჟეტს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ანალიტიკოსის თქმით, მსგავს შემთხვევაში, თუნდაც აშშ-ის Secret Service დასაცავ პირზე ლაზერის მიმნათებელს ძალიან ხისტად გასცემდა პასუხს, მრავალწლიან პატიმრობაში გაუშვებდა სასამართლო, ხოლო ანტისახელმწიფოებრივი ტელეკომპანიისგან არაფერს დატოვებდა, მის ყველა ჟურნალისტს კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს აგებინებდა

„თაღლითი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული „ტვ პირველი“ იმდენად შორს გაიჭრა, რომ ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების საკითხს. თურმე, ნორმალურ ამბად მიაჩნიათ ქვეყნის მთავრობის მეთაურზე სამიზნე ლაზერის მინათება და ამაზე სამართალდამცველთა რეაგირება, თურმე „ანტიდემოკრატიულია“.მსგავს შემთხვევაში, თუნდაც აშშ-ის Secret Service დასაცავ პირზე ლაზერის მიმნათებელს ძალიან ხისტად გასცემდა პასუხს, მრავალწლიან პატიმრობაში გაუშვებდა სასამართლო, ხოლო ანტისახელმწიფოებრივი ტელეკომპანიისგან არაფერს დატოვებდა, მის ყველა მავნებელ ჟურნალისტს პასუხს აგებინებდა კანონის მთელი სიმკაცრით. დროა, რომ ანტისახელმწიფოებრიობის ნაცპროპაგანდისტებს კანონმა აგებინოს პასუხი!“, - წერს გია აბაშიძე.