„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები ირიბი მტკიცებულებაა, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელიც არა არჩევნებზე, არამედ რევოლუციაზე გადის - დავით ჩიხელიძე

ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ „ნაციონალი მოძრაობა“ თანხის მობილიზებას ახდენს, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ არეულობას მოხმარდება და სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო არ აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს მინიმალური რეკლამა და აქტივობები.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციურ გეგმებს არც მალავს, რასაც სწორედ მათი წარმომადგენლების განცხადებები ადასტურებს.

მისივე თქმით, მათ ავიწყდებათ ის მოცემულობა, რომ საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს, ოპოზიციის რეიტინგი კი კრიტიკულად დაბალ დონეზე იმყოფება.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ნაციონალი მოძრაობა“ თანხის მობილიზებას ახდენს, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ არეულობას მოხმარდება! სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო არ აქტიურობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს მინიმალური რეკლამა, აქტივობები და ა.შ. რისი მიზეზიც თანხის დაზოგვა და არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის მზადება წარმოადგენს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკუთარ რევოლუციურ გეგმებს არც მალავენ, მათ წევრებს ზოგჯერ სიმართლე წამოსცდებათ-ხოლმე. მაგალითად, შეგვიძლია, გავიხსენოთ პეტრე ცისკარიშვილისა და ხატია დეკანოიძის ბოლო განცხადებები, ცისკარიშვილი: „უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. მათ შორის ქუჩაც, აბა, სახლებში ხომ არ დავსხდებით!?“; დეკანოიძე: „მათთვის („ქართული ოცნება“) სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან“. აღნიშნული განცხადებები ირიბი მტკიცებულებაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც არა არჩევნებზე არამედ რევოლუციაზე გადის.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რევოლუციით მოვიდა, მას შემდეგ 21 წელი გავიდა, მაგრამ ამ მარგინალურმა ძალამ, პროგრესი ვერ განიცადა, ისინი კვლავ რევოლუციაზე ფიქრობენ, რადგან არ აქვთ ელექტორალური მხარდაჭერა. მაგრამ ავიწყდებათ ის მოცემულობა რაც 2003 და 2024 წელს გვაქვს, დღეს ქართველი ხალხი საგრძნობლად არის გაზრდილი, საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს, ოპოზიციის რეიტინგი კი კრიტიკულად დაბალ დონეზე იმყოფება!”, - წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.