გორი - რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

შსს

გორი - რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა და ოთხი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევის შედეგად ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაიწყო.