ეს სიგნალი მიუთითებდა, რომ ხალხი უნდა წასულიყო... -  P Diddy-ის წვეულებაზე მყოფი კიდევ ერთი ადამიანი ალაპარაკდა

შონ ქომბსი

შონ დიდი ქომბსის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. ადვოკატების თქმით, ამერიკელი რეპერის წინააღმდეგ 120-მდე ახალი სარჩელი მზადდება. 

სკანდალის გახმაურების შემდეგ, საქმეზე ყოველდღიურად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც რეპერის წვეულებაზე ნამყოფები იყვნენ, თუმცა აქამდე ამას ვერ ამბობდნენ. მათ ყველაზე კარგად იციან, რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. 

იუთუბერმა ჯეფ ვიტეკმა სოციალურ ქსელში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ნახა, როდესაც ის სავარაუდოდ, დაესწრო რეპერის ერთ-ერთ წვეულებას. წვეულებაზე მოხვედრილი კეფი იხსენებს, რომ სახლში იყო ჩაკეტილი კარი და ღონისძიებაზე „ორი განსხვავებული წვეულება" მიმდინარეობდა.

ასევე, კიდევ ერთმა ადამიანმა ისაუბრა ქომბსის წვეულებების შესახებ. ეს ადამიანი, რომელსაც ანონიმურად დარჩენა სურს, წვეულებებს ესწრებოდა 2006-დან 2011 წლამდე. როგორც წყარომ Us Weekly-ს, განუცხადა, არსებობდა ნიშანი იმის დასადგენად, რომ ხალხი უნდა წასულიყო წვეულებიდან და მხოლოდ რჩეულები დარჩენილიყვნენ. 

სიგნალი ჩვეულებრივ „ჟღერდებოდა“ დაახლოებით დილის ორ-სამ საათზე. 

„ასეთ დროს, გოგონები დაიწყებდნენ ტანსაცმლის დაკარგვას - ეს იყო ხალხის წასვლის სიგნალი".

როგორც წვეულებაზე მყოფი იხსენებს, სწორედ მაშინ გამოიტანდნენ ნარკოტიკებს და აცხადებდნენ, რომ დარჩენილი ღამე გაგრძელდებოდა დილის 7:00 საათამდე.

ქომბსის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ რეპერი ორკესტრირებდა მოვლენებს, რომლებიც ცნობილია როგორც „Freak Offs" .

შეგახსენებთ, P Diddy-ის წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში რეპერის შეყვარებულმა კესი ვინტურამ შეიტანა, თუმცა კესიმ სარჩელი რამდენიმე დღეში გამოიტანა და მათი დაპირისპირებაც დაივიწყეს. რეპერის რეპუტაცია ეჭვქვეშ მაშინ დადგა, როდესაც CNN-მა ექსკლუზიურად მოპოვებული ძალადობის ამსახველი კადრები გაავრცელა. რეიდები ჩაატარა საგამოძიებო უწყებამ დიდის ორ სახლში, საიდან ამოღებული ნივთმტკიცებულებებიც მიანიშნებდა ბევრად მძიმე დანაშაულებზე, რომელსაც რეპერი არ აღიარებს.