პარტია “ ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს ლანჩხუთის მოსახლეობასთან აგრძელებს

სარიშვილი

 „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საარჩევნო შტაბის სხვა წევრებთან ერთად, თამარ მეფის, მშვიდობის, ბარათაშვილის, ბაგრატიონისა და წმინდა ნინოს ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე  ქალაქ ლანჩხუთში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეჯამდა და მოქალაქეთა საჭიროებების შესახებ გამახვილდა ყურადღება. ასევე, ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ქალაქ ლანჩხუთში განახლდა და მოწესრიგდა გზები, მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ასევე, დაგეგმილი გვაქვს დარჩენილ ქუჩებზე გზების მოწესრიგება და სხვა პრიორიტეტული საკითხების მოგვარება, რომელთა გადაჭრასაც ჩვენს გუნდთან „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ეტაპობრივად ვაპირებთ.მადლობას ვუხდი მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის! ჩვენ, 26 ოქტომბერს, ლანჩხუთის კიდევ მეტი განვითარებისთვის აუცილებლად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.