Puff Diddy-ს შვილები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

didi

Puff Diddy-ს შვილები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.

„ჩვენ ვნახეთ უამრავი მავნე და ცრუ ჭორები, რომლებიც გავრცელდა ჩვენს მშობლებზე, კიმ პორტერისა და შონ კომბსის ურთიერთობაზე, ისევე როგორც ჩვენი დედის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ.

იმის მტკიცება, რომ ჩვენმა დედამ დაწერა წიგნი, უბრალოდ ტყუილია. მას ეს არ გაუკეთებია. გარდა ამისა, გთხოვთ, გესმოდეთ, რომ ნებისმიერი ე.წ. „მეგობარი“, რომელიც ლაპარაკობს ჩვენი დედის ან მისი ოჯახის სახელით, არ არის მეგობარი.

ჩვენი ცხოვრება დაიმსხვრა, როცა დედა დავკარგეთ. ის ჩვენი სამყარო იყო და აღარაფერი ყოფილა ისე მას შემდეგ, რაც ის წავიდა.

მისი გარდაცვალების მიზეზი დიდი ხანია დადგენილია.

ღრმად ვწუხვართ, რომ მსოფლიომ აქცია სპექტაკლად ის, რაც იყო ყველაზე ტრაგიკული მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. დედა უნდა გვახსოვდეს მშვენიერი, ძლიერი, კეთილი და მოსიყვარულე ქალი იყო.

ვთხოვთ, რომ ყველამ პატივი სცეს ჩვენს დედას, კიმ პორტერს. რათა მან მშვიდად განისვენოს. ეს არის ის, რასაც იგი იმსახურებს.

ჩვენ გვიყვარხარ და მენატრები დედა.

ქუინსი, კრისტიანი, ჯესი და დ'ლილა“, - წერია მიმართვაში.