ცნობილი ტიკტოკერი მარი დაიღუპა

ტიკტოკერი მარი

ტიკტოკზე პოპულარული თელაველი მარი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ქალაქის ერთ- ერთ გამზირზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.