პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყოველი ოჯახი მძიმედ განიცდის უახლოესი წევრის გარდაცვალებას და გლოვით გამოხატავს თავის წუხილს, მაგრამ ბოლო დროს ეს დამახინჯებული ფორმით ვლინდება.
რა წესები და რიტუალები არსებობს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. სტატია orthodoxy.ge მოამზადა.
ხშირია შემთხვევები, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას.
უსაზღვრო გლოვა-გოდება, უსასრულო ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე, იმაზე რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის რომ გარდაცვალებული სამუდამოდ დაკარგულია მისთვის, ამით კი ჭირისუფალი უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან იგი არასწორი ქცევით მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს.
ჩვენი მიწიერი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისათვის, ის თითოეული ჩვენგანისათვის უდიდესი გამოცდა.
სამწუხაროდ, მავნე ჩვევად ჩამოყალიბდა მიცვალებულის სამჯერ დატრიალება, კარზე მიჯახუნება და ტახტის აყირავება. ამ ტრადიციას კერპთაყვანისმცემლობა უდევს საფუძვლად და ყოვლად მიუღებელია ქრისტიანისთვის.
იმისათვის რომ სრულად აღვასრულოთ მიცვალებულის წინაშე ჩვენი მოვალეობა, უნდა ვიზრუნოთ, რომ ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე მივუყვანოთ მოძღვარი აღსარებისა და ზიარებისათვის, რადგან ზიარებისას სული ცოდვებისაგან იწმინდება.
გარდაცვალების შემთხვევაში პირველი დღიდან დასაფლავებამდე მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგეს ხატი, ხორბალი, ნაკურთხი წყალი. ახლობლებმა უნდა იკითხონ ფსალმუნები.
ფსალმუნების კითხვა თუნდაც დღეში ერთისა, სასურველია ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
გარდაცვლილს უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი.
პანაშვიდის დროს საერო მუსიკის ნაცვლად საეკლესიო საგალობლები უნდა ისმოდეს.
მიცვალებული უნდა დაიკრძალოს 3-5 დღეში.
მიცვალებულს არ უნდა ჩავაყოლოთ ზედმეტი ნივთი.
დასაფლავების დღეს, დილით, ან წინა ღამეს მოძღვარმა უნდა აუგოს წესი მიცვალებულს და უკურთხოს საფლავის მიწა, პური, ღვინო, მარილი, წყალი.
დასაფლავების დღიდან საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი ჯვარი.
გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი.
თუ ადამიანი გარდაიცვალა მარხვაში, ქელეხი სამარხვო უნდა იყოს.
თუ ადამიანი გარდაიცვალა ხსნილში, სასურველია ახლობლებმა შეინახონ მარხვა დასაფლავებამდე.
გარდაცვალებიდან 39-ე დღეს მოძღვარმა უნდა შეასრულოს პანაშვიდი, ხოლო მეორმოცე დღეს და წლისთავზე მიცვალებულისთვის უნდა დამზადდეს საკურთხი და ეკლესიაში შესრულდეს შეკვეთილი წირვა და პანაშვიდი.
წლისთავი უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ორივე შემთხვევაში მიცვალებულის სულის საცხონებლად გამზადებული საჭმელი მარხვაში უნდა იყოს სამარხვო, ხსნილში - ხსნილი.
ყოველ წელიწადს მიცვალებულთა ხსენების დღეს ახლობლები ამზადებენ საკურთხს, (ზეთი, ღვინო, წანდილი ან კოლიო) და ნებისმიერ საზრდოს, რომელსაც დილით, წირვის დაწყების წინ მიიტანენ ტაძარში პანაშვიდისთვის.
სასურველია ახლობლებმა გააკეთონ საკურთხი და გადაიხადონ ეკლესიაში პანაშვიდი გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისთვის, თუ ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას, საეკლესიო დღესასწაულებში ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში გარდაცვლილის სულის მოსახსენებლად. (გარდაცვალებულისთვის საკურთხეველში აგზავნიან სეფისკვერს და ფურცელს მიცვალებულის ან მიცვალებულების სახელებით). განსაკუთრებულ შემთხვევაში მოძღავრთან პირადი შეთანხმებით შესაძლებელია მიცვალებულის ბარძიმთან მოხსენიებაც.
ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული, უმჯობესია, თუ თანხას გაჭირვებულებს და მათხოვრებს დაურიგდებათ.
მიცვალებულთა ხსენების დღეებში მოძღვრის მიერ იკურთხება საფლავი.
გარდაცვლილის პირადი ნივთები და ტანსაცმელი უნდა დარიგდეს მოწყალების სახით მიცვალებულის სახელზე.
თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი მოიკლავს თავს, მისთვის საეკლესიო წესის აგება ნებადართულია, (მხოლოდ ეპისკოპოსის ნებართვით)
ახლობლებს შეუძლიათ ატარონ შავი ტანსაცმელი 40 დღე, ან 1 წელი. ამ დროის შემდეგ ყველამ უნდა გაიხადოს შავი. გარდაცვალებულისადმი სიყვარული უნდა გამოიხატოს არა შავი ტანსაცმლის ტარებით, არამედ ლოცვითა და მიცვალებულის სულისათვის ღვთის სათნო საქმეების აღსრულებით.
ასევე ნახეთ:
„მითხრა, თუ გენატრები, და მე იქ დაგხვდებიო...“ - შვილმკვდარი დედის დაუჯერებელი ამბავი
რატომ ეშვება მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში 21 ნოემბრის ღამეს და როგორ იხსნის ცოდვილთა სულებს