„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში აგრძელებს მოსახლეობის შეურაცხყოფას - მამუკა წოწერია

მამუკა წოწერია

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში აგრძელებს მოსახლეობის შეურაცხყოფას. მათ ბარამიას დასახლებაში ჩვენს დევნილებს მიაყენეს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა, - განაცხადა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, რომელიც ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა.

„ისინი ცდილობენ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოში ძალადობა შემოიტანონ“, - აღნიშნა წოწერიამ.

ანი წითლიძეს და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებს ზუგდიდში მოსახლეობა დაუპირისპირდა.