„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება

ნაციონალური მოძრაობა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. არჩევნები ელექტრონული წესით, 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყება.

პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრირებულთა რიცხვი, დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება. 

✕