დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
,,დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილმა უპასუხა გამოცემის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს, დიდი რაოდენობით, ადვოკატებისა და ექსპერტების შენახვას ფინანსურად.
შპ: თქვენ ბევრი ადვოკატი და ექსპერტი გიცავთ. როგორ ახერხებთ ამას ფინანსურად?
,,დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის. რა ვქნა ახლა, ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ.", - ამბობს სააკაშვილი Spiegel-თან ინტერვიუში.