ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებას თითქმის მაშინვე მოჰყვა შეტევების ახალი ტალღა ლიბერასტი პოლიტიკოსებისგან და ხელისუფლებებისგან. კუბილიუს-ფოტიგებისგან შეჩვეული ვართ ჩვენი ქვეყნისათვის ჭკუის სწავლებებს და „მზრუნველ შეგონებებს“, თუმცა, ახლა უკვე დანიის მთავრობის წარმომადგენელმა აბსოლუტურად უარგუმენტო, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო მიზეზით, „90-იანებში ფული რუსეთში იშოვას“ მოშველიებით, გაბედა და ბიძინას ოლიგარქი უწოდა, რითაც თითქმის ნაცების ნარატივში ჩაჯდა (მხოლოდ მათი ტერმინი „რუსი ოლიგარქი“ დააკლდა), - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
კაკაბაძის თქმით, ხალხი კარგად ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაა დამოუკიდებლობისა და ღირსების შენარჩუნების გზით ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, რასაც შესაბამისი შედეგები მოაქვს, ხოლო ოპოზიციის ბრძოლის ტაქტიკაა - ყველა უღირსობაზე ხელის მოწერა, ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ქვეყნის სხვისი ხუშტურების შემსრულებელ სატელიტად გადაქცევა. „ბიძინა ივანიშვილი - მთავარი სამიზნე (ანუ კუს-პარა გახარა და კუს-პენალა ხაზარა) ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელმა შემობრუნებამ პოლიტიკაში, თავზარდამცემი ეფექტი იქონია, როგორც ქვეყნის შიდა მავნებლებზე, ისე მათ გარე ლობისტებზე. ეს და არა მხოლოდ ეს, დამატებით არგუმენტია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფნა პოლიტიკაში არ შეიძლება მხოლოდ ვიწრო პრიზმაში აღვიქვათ და ის მხოლოდ ქართულ პოლიტიკას მივაკუთვნოთ.
მე ვფიქრობ, რომ უფრო პირიქით, ბიძინას როლი ქართულ პოლიტიკაში არის მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში განსახილველი. სწორედ ამის გამო აქვს უკვე დღეს, საქართველოს განსაკუთრებული როლი და ადგილი. სამომავლოდ კი კიდევ უფრო დიდი პერსპექტივის მოლოდინი აქვს ქართველ ხალხს. რუსეთ-უკრაინის ომის, აგრეთვე 2024 წელს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არჩევნების დასრულების შემდეგ საქართველოს როლი და დანიშნულება მკვეთრად გაიზრდება. ვინაიდან რეალური პოლიტიკა არასოდეს საჯარო არ არის და ის სწორედ ფარდის მიღმა მიმდინარეობს, ამიტომ ქართული ჯანსაღი საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც კი უჭირს განჭვრიტოს, ჩვენი ქვეყნის ახლო მომავლისა თუ შორეული პერსპექტივების დიდი ნაწილი. ის, რაც ძნელად დასანახია არაპოლიტიკოსი ქართველებისათვის, შესაძლოა მარტივად ჩანდეს ევროპული თუ მსოფლიო სუპერ სახელმწიფოების ხელისუფალთა წარმომადგენლებისთვის. მხოლოდ ამით და ფაქტობრივად მეტი ვერაფრით ხერხდება იმის ახსნა, თუ რატომ ერჩიან ასე გაცოფებით ბიძინა ივანიშვილს შიდა და გარე მტრები არაკომპეტენტური, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით.
გავიხსენოთ კელი დეგნანი, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და ომში ჩართვას მოითხოვდა. როგორც კი თეთრმა სახლმა იგრძნო არა მარტო ქართული ოცნების, არამედ ქართველი ხალხის აღშფოთებაც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო, მაშინვე გამოხტნენ თეთრი სახლის სპიკერები, გადაეფარნენ დეგნანს ამბრაზურასავით და თქვეს, ჩვენ არ მოგვისმენია მისი განცხადება, მაგრამ მის გვერდით ვდგავართო, ხოლო სტრასბურგსა და ბრიუსელში ფსევდოლიბერალებმა თუთიყუშებივით დაიწყეს თეთრი კრემლიდან წამოსული ლოზუნგების გამეორება ბიძინას ოლიგარქობაზე. ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებას თითქმის მაშინვე მოჰყვა შეტევების ახალი ტალღა ლიბერასტი პოლიტიკოსებისგან და ხელისუფლებებისგან. კუბილიუს-ფოტიგებისგან შეჩვეული ვართ ჩვენი ქვეყნისათვის ჭკუის სწავლებებს და „მზრუნველ შეგონებებს“, თუმცა, ახლა უკვე დანიის მთავრობის წარმომადგენელმა აბსოლუტურად უარგუმენტო, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო მიზეზით, „90-იანებში ფული რუსეთში იშოვას“ მოშველიებით, გაბედა და ბიძინას ოლიგარქი უწოდა, რითაც თითქმის ნაცების ნარატივში ჩაჯდა (მხოლოდ მათი ტერმინი „რუსი ოლიგარქი“ დააკლდა).
დროული და ადეკვატური იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ამ ჩლუნგი ქალის დაბარება, რომელმაც, მართალია, მერე ბოდიშები იხადა, არასწორად გამიგეთო, მაგრამ იმისათვის, რომ მსგავსი თავხედობა, სხვა ქვეყნების ხელისუფლებების თავხედებს არ გადაედოთ, უფრო ქმედითი ზომების მიღებაა საჭირო. სწორედ ამ „რუსი ოლიგარქის“ დროს გადადგა საქართველომ ყველაზე მკვეთრი ნაბიჯები ევროპისკენ: საკონსტიტუციო ჩანაწერი ევროპისკენ სწრაფვის შესახებ, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, კანდიდატის სტატუსი და ა. შ. სერიოზულმა პოლიტიკოსმა როგორ უნდა დაიჯეროს, რომ ეს ყველაფერი არასაკმარისია პროევროპელობისთვის და „90-იანებში ფული რუსეთში იშოვა“ საკმარისია პრორუსობისთვის? აქეთ ახალი შეტევა „მაზაკვალმა“ გახარიამ და ოლიგარქმა ხაზარაძემ დაიწყეს, რომლებმაც ბანი მისცეს ლაშაბუღაძეებად და ნატაფერაძეებად ქცეულ ენჯეოებს. თითქოს შეთანხმდნენ, აქედან ერთმა შევუტიოთ ქართველთა სულიერ საყრდენ ეკლესიას, იქიდან მეორემ დავცხოთ პოლიტიკური სტაბილურობის გარანტ ივანიშვილს, რათა ასეთი გზით ამღვრეულ წყალში იქნებ თევზიც დავიჭიროთო.
ეს შეტევები ისევ მარცხით დასრულდა, რადგან ხალხმა კარგად იცის ბუღაძე-ფერაძის ამორალობაც და გახარია-ხაზარაძის ფარისევლობაც. არც ხაზარაძის მიერ ბიძინასთვის პოლიტიკური დღეების დათვლა ეყო სასაცილოდ საზოგადოებას და არც გახარიას მიერ გამოთქმული პრეტენზია ბიძინასთან დებატების სურვილის შესახებ, რის გამოც ყოფილ კომკავშირელ ლიდერს მისთვის შესაფერის პოლიტიკურ ლიგაში მიუჩინეს ადგილი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ხალხი კარგად ხედავს, რომ ბიძინას პოლიტიკაა დამოუკიდებლობისა და ღირსების შენარჩუნების გზით ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, რასაც შესაბამისი შედეგები მოაქვს, ხოლო მაზაკვალებისა და ექს-კომკავშირელი ლიდერების ბრძოლის ტაქტიკაა - ყველა უღირსობაზე ხელის მოწერა (მიწაზე ფორთხვითაც კი), ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ქვეყნის სხვისი ხუშტურების შემსრულებელ სატელიტად გადაქცევა. ეს მხოლოდ დასაწყისია და წლის ბოლომდე თითიდან გამოწოვილი პრობლემების, ბუზის სპილოდ გადაქცევის ფაქტების თუ ნაძირლობებისა და საზიზღრობების უამრავი კასკადის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რასაც მშვიდად, მტკიცედ და თავდაჯერებულად უნდა ვუპასუხოთ, რათა მტერიც და მოყვარეც დარწმუნდეს, რომ ქართველი ხალხი ყველანაირი კრემლის დიქტატის წინააღმდეგია, სულ ერთია, ეს კრემლი წითელი იქნება თუ თეთრი.“- წერს ნანა კაკაბაძე facebook-ზე.