სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა "ქართული ოცნების" პრორუსულ ორიენტაციაში, ახლა კითხვები აღარვის უჩნდება, 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ბევრისთვის გასაკვირად საქართველოს მთავრობამ აშკარად პრორუსული პოლიტიკა აირჩია“ – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "უკრინფორმის" მედიაცენტრში, სადაც SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა.
"მე, როგორც ქართველს მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ არის უკრაინის გვერდით ამ ომში, არ არიან უკრაინელების მოკავშირეები. საქართველომ თავისუფლებისთვის და ევროპული ორიენტაციისთვის ბევრი გადაიხადა და ახლა, როცა მთელი ევროპის ბედი წყდება, საქართველო რუსეთის ბანაკშია და პრაქტიკულად, მისი მოკავშირეა.
მოხარული ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ რეაქცია მისცა ამ კანონის [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] მიღებას სერიოზული აქციებით. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იძულებული გახდა გაეწვია ეს კანონი. ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა, პირველი გამარჯვება და იმედი მაქვს, საქმეს მივიყვანთ ბოლომდე",- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.