„ჩემი ანგელოზი 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან…” - ტრაგედია ვანო მაჭავარიანის ოჯახში
1734586697
მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ პროევროპული ძალების მხარდაჭერა საქართველოში, ასევე ვაღიარებთ, რომ რაც დღეს ხდება, ხდება იმიტომ, რომ იქ არის ბევრი უცხოური გავლენა, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ურთიერთობის შენარჩუნება და ჩვენება, რომ ქვეყანას ზურგს არ აქცევენ.
„მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა, არ შევქმნათ სურათი, რომ ჩვენ ზურგს ვაქცევთ საქართველოს. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება პოლიტიკურად, თუმცა ასევე ვხედავთ გავლენებს, რომლებიც მოქმედებს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა და შევინარჩუნოთ ურთიერთობა. უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა პროევროპულ ძალებთან საქართველოში. მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვაქცევთ ზურგს მათ და კვლავ მათ მხარეს ვართ. ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ ის, რაც დღეს ხდება, ხდება იმიტომ, რომ იქ არის ბევრი უცხოური გავლენა“, – აღნიშნა ალექსანდერ დე კროომ.