14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1757793748
საქართველოში თუ ვინმე ებრძვის ევროინტეგრაციას და ამ პროცესებს მტრობს, პირველ რიგში, ეს რადიკალური ოპოზიციაა. წლების განმავლობაში ეს ასე ხდება და ახალი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილი მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას.
„რა თქმა უნდა, ცალკეული ქვეყნები ისეთ საკითხებს დააყენებენ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის მისაღები არ არის, მაგრამ ამ საკითხებს არანაირი გაგრძელება არ უწერია, ეს უკვე კარგად ვიცით. ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ, დაემორჩილონ ქართველი ხალხის ნებას. როგორია ქართველი ხალხის ნება, ეს 26 ოქტომბერს მკაფიოდ გამოჩნდა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.