რა უნდა ეწეროს სუნამოს, რომ მისი სურნელი დიდხანს გაგყვეთ
1734620210
ვთხოვეთ ევროპის საბჭოს დელეგაციას, მკაფიო განცხადებები გააკეთონ თავიანთ მანდატთან და მიზანთან დაკავშირებით, რადგან „ქართული ოცნება“ ამ ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისვე თქმით, ევროპის საბჭოს დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა პატიმრობაში მყოფი ადამიანების შესახებ.
„მე დღეს არ შევდივარ სხვა ოპოზიციური პარტიების შეფასებებში. ზუსტად ამიტომ, ჩვენმა გუნდმა, მე და დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრაზე საუბარი დავიწყეთ იმით, რომ მნიშვნელოვანია, დელეგაციამ წასვლამდე მკაფიო განცხადება გააკეთოს მისი მანდატისა და აქ ჩამოსვლის მიზნებთან დაკავშირებით, რადგან „ქართული ოცნება“ ყველაფერს გამოიყენებს ტყუილებისთვის და პროპაგანდისთვის. თუმცა ეს პროპაგანდა საპნის ბუშტივით გასკდება.
ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმ პროპაგანდით, რა პროპაგანდისთვისაც იყენებს ამ დელეგაციის ვიზიტს „ქართული ოცნება“ და ვთხოვეთ, ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთონ თავიანთ მანდატთან და მიზანთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, ისინი ამ განცხადებას გააკეთებენ. ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ივანიშვილის იმ დასჯილი მძევალი ადამიანების შესახებ, ათეულობით და ასეულობით ადამიანია ასეთი, რომლებიც საპატიმროში აბსოლუტურად უკანონოდ იმყოფებიან. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, ივანიშვილის მძევალი, ნაცემი და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება და ვთხოვეთ ამ ყველაფერში დახმარება“, – აღნიშნა ბუჩუკურმა.