რა უნდა ეწეროს სუნამოს, რომ მისი სურნელი დიდხანს გაგყვეთ
1734620210
ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ორგანოთა გადანერგვის მქონე პაციენტებს შეუძლიათ მემკვიდრეობით მიიღონ დონორთა მოგონებები და პიროვნებები.
რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც მიიღო ახალი ორგანო, თქვა რომ განიცდიდნენ მოგონებებს, ემოციებს და პიროვნულ ცვლილებებს. ასევე, მათ გაუჩნდათ ახალი ჰობიც.
პაციენტებს სჯეროდათ, რომ ცვლილება გამოწვეული იყო ახალი ორგანოს გამო, რომელიც მათ მიიღეს.
ეს ფენომენი ყველაზე ხშირად აღინიშნა გულის გადანერგვის პაციენტებში. მაგრამ ეს ცვლილება აღინიშნებოდა მათშიც, ვინც მიიღეს თირკმელები, ფილტვები და სახეებიც კი აღნიშნეს ცვლილება.
ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა ამ წლის დასაწყისში, განიხილავდა 74 ტრანსპლანტაციის შემთხვევას - მათგან 23 გულის ტრანსპლანტაცია - ბოლო ათი წლის განმავლობაში.
ერთ-ერთი შემთხვევა ასეთი იყო - ცხრა წლის ბიჭმა გული მიიღო. დონორი იყო სამი წლის გოგონა, რომელიც აუზში დაიხრჩო, მაგრამ ბიჭმა არ იცოდა როგორ გარდაიცვალა მისი დონორი. დედამისმა თქვა, რომ გადანერგვის შემდეგ, ბიჭს მოულოდნელად „წყლის შიში“ დაეწყო.
ასევე, ერთმა პაციენტმა შეიყვარა პეიზაჟის მხატვრობა მას შემდეგ, რაც მიიღო გული ახალგაზრდა მხატვრისგან, რომელიც მოკლეს მისი პირველი ხელოვნების ჩვენების გზაზე.