მარიამ ლაშხი პრეზიდენტის ვეტოზე: კიდევ ერთხელ გადაჭრა გზა დიალოგისკენ და არ გაითვალისწინა პარტნიორების მოწოდებები

მარიამ ლაშხი

კიდევ ერთხელ გადაჭრა გზა დიალოგისკენ, არ გაითვალისწინა პარტნიორების მოწოდებები, როგორც ო'ბრაიენის, ასევე ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორის, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა.

„კანონი არის ცოცხალი ორგანიზმი და იმედი გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღებთ შინაარსობრივ, ლეგიტიმურ დასაბუთებებს და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება გარკვეული ცვლილებების შეტანა იმის მიხედვით, თუ რა იქნება რეკომენდაციად წარმოდგენილი“, - აღნიშნა ლაშხმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.