„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 4-6 დეკემბერს მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.
ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მალტის ვიცე-პრემიერის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის იან ბორგის მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
მალტაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.