საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
გუნდისთვის თავდაპირველად სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, არ ეკადრებოდა ირაკლი ღარიბაშვილს ის, რაზეც ბოლო დროს გამოქვეყნებულ წერილებში საუბრობს.
„ნამდვილად არ ეკადრებოდა ღარიბაშვილს, რაც იკადრა. „ასავალ-დასავალის“ დონეზე ვრცელდება ეს ყველაფერი. „ბიბისიმ“ ვერ მოატყუა ქართული საზოგადოება და რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“, რომ ის მოატყუებს ჩვენს მოქალაქეებს?! ამ წერილს აჰყვა მთელი აგენტურული ოპოზიცია. პროკურატურაში დაბარების შემდეგ იგრძნეს, რომ ტყუილს მოჰყვებოდა კონკრეტული პასუხისმგებლობა და თურმე არავის არაფერი სცოდნია ბატონი ღარიბაშვილის თამადობით. ხდება დავით გარეჯის თემით სპეკულირება. მთელმა საქართველომ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირადი ხელმძღვანელობით მოხდა იმ რუკების საქართველოში დაბრუნება. მან გაუწია ამ ყველაფერს კოორდინაცია. ახლა „ასავალ-დასავალი“ ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ბატონ ღარიბაშვილს მიაწებონ. ეს ძალიან სამწუხაროა. საუბარია გუნდის ყოფილ ლიდერზე. მეტ სიღრმეებში არც მინდა შევიდე. გუნდისთვის თავდაპირველად სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.