საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ და დაფინანსების სერიოზული დეფიციტი აქვთ.
„მაქსიმალურად ზრდილობიანი ლექსიკით მინდა შემოვიფარგლო. ასეთი გამარგინალებული ოპოზიცია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს. ახლა ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასულები, ვინაიდან დაფინანსება შეუმცირდათ. რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, რომ მეტი დაფინანსებით და პრივილეგიებით ისარგებლონ. ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, დაფინანსების სერიოზული დეფიციტი აქვთ და რაც გამჭვირვალობის ქართული კანონი ავამოქმედეთ, ძალიან ბევრი შავი ხვრელი ამოვავსეთ და შავი ფულის ტრიალის საშუალებას არ ვაძლევთ. 2028 წლამდე ორი წელია დარჩენილი, მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი უწევს. ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება და შევხედოთ, ვინ დარჩება პოლიტიკურ ველზე. რაც უფრო ცოტა აგენტი დარჩება, მით უკეთესი იქნება საქართველოს განვითარებისთვის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.