კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს

ჯჯ

 კასპიიდან ევროპამდე - მწვანე ენერგიის დერეფანი განხორციელების ფაზაში გადადის“ - სტატიას ამ სათაურით, აზერბაიჯანული გამოცემა აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ოფიციალურად გადავიდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლის ეტაპიდან განვითარებისა და განხორციელების ფაზაში ოფიციალურად გადავიდა.

ბაქოში აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში გამართულ საორგანიზაციო კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევისთვის, რათა გააძლიერონ ევროპასთან კავშირი სუფთა ენერგიის სფეროში.

ცნობისთვის, ბაქოში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი გუშინ გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც. მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში შეკრებილებს, კიდევ ერთხელ უთხრა, რა საკვანძო როლი აქვს საქართველოს ამ პროექტში და რომ საქართველოს ამბიცია არამხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება, არამედ ენერგეტიკულად დამოუკიდებლობის მიღწევაა.

2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის შესახებ, რითაც საფუძველი ჩაეყარა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ განახლებადი ენერგიის ინიციატივას.