ცნობილია ნარკოტიკების საქმეზე დაკავებული „ვიატლაგის“ საქმე
1783538316
გასაკვირია, როგორ ვერ ხვდება აგენტურული ოპოზიცია, რომ უილსონისთვის ფულის გადახდა არის ჰაერისთვის ფულის გატანება. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მათი შეკვეთილი რეზოლუციები არც ევროპარლამენტში, არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
იგი ასე გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ არის ინიციირებული.
„აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაში ერთი და იგივე ტექსტია დაწერილი, რადიკალების მხრიდან მიწოდებული, მით უმეტეს, როდესაც ამას აინიცირებს ჯო უილსონი, რომელიც სამარცხვინო პიროვნებაა. ყველამ იცის, რომ რადიკალური ოპოზიციისგან ფულს იღებს, ინაუგურაციის დროს ბილეთებით ვაჭრობდა, დროშებით ვაჭრობს. ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ ადამიანში ფულს როგორ იხდიან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
როგორც ცნობილია, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.