1733342735
იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები ძალადობაში ჰყავდათ ჩართული, ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი - ირაკლი კობახიძე
ლიბერალური ფაშიზმი არის ყველგან შესული, მათ შორის, გამაოგნებელია, მაგრამ იმ ორგანიზაციებშიც, რომლებიც უნდა იყვნენ დაკავებულნი ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვით, - ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ და გუშინწინ იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი, მცირეწლოვანი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები ძალადობაში ჰყავდათ ჩართული.
„ხედავდით, რომ იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი, მცირეწლოვანი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები ძალადობაში ჰყავდათ ჩართული გუშინ და გუშინწინ. ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას, ამას არ სჭირდება შეფასება, არ სჭირდება გამოხმაურება? პირიქით, ერთადერთი, რაც ჩვენ მეორე მხრიდან ვიხილეთ ეს იყო წამახალისებელი განცხადებები, რაც არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება. ამაში ჩაერთო მთელი რადიკალური ოპოზიცია, მთელი მათი მედიასაშუალებები, ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი, ეს რა თქმა უნდა, აჩვენებს მათ სახეს, ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი. როცა ბავშვებს რთავ არამარტო პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ რთავ ძალადობაში, ეს არის ფაშიზმი და მეტი არაფერი, ყოვლად ამორალური საქციელი,“- განაცხადა პრემიერმა.