1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში ორგანიზაციულ ცვლილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
„ლუგარის ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ნაწილი და ორგანიზაციულ ცვლილებებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი ისევე გრძელდება, როგორც იყო. ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის, რომელსაც იყენებს. რაიმე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არც მაქვს და არც გამიგია“, - ამბობს თამარ გაბუნია.
შეგახსენებთ: NCDC-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ ჭორები, რომელიც გავრცელდა ლუგარის ლაბორატორიის გამოყოფის შესახებ, სიმართლე არ აღმოჩნდება.