1732386875
ალბათ, არ არის დრო, გულწრფელად გითხრათ წასვლის მიზეზი... - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ ის „დამსახურებულ პენსიაზე გავიდა“ კორექტული არ იყო.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
„გასაგებია, რომ პრესას ყოველთვის სკანდალური ინფორმაცია აინტერესებს. ამის აპელირება ხდება ხოლმე. ალბათ, არ არის ამის დრო, რომ სრულად გულწრფელად მოგახსენოთ წასვლის მიზეზი…
გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი, ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო – ასეა ნათქვამი, ხომ?
მთელი ჩვენი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურებით, მის განვითარებასა და წინსვლას და გეტყვით, რომ პატარა წვლილი შეგვაქვს. ასე გავიზარდე მე და ასე გავზარდე ჩემი შვილები. ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს...
„მე არავისთან დაპირისპირებული არ ვყოფილვარ, იერარქიას ყოველთვის ვიცავ, ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვქონდა და ვფიქრობ, გვაქვს. საკოორდინაციო საბჭოზე ზოგიერთ საკითხზე წევრებს შორის შესაძლებელია ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველაფერი წყდებოდა კონსენსუსის წესით“, – განაცხადა გამყრელიძემ.