პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
40-მდე ქვეყანაში 700-ზე მეტი შემთხვევა - ასეთია დღეს "მაიმუნის ყვავილის" სტატისტიკური მონაცემები.
რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები უშვებენ, რომ შესაძლოა ერთეული შემთხვევები გამოვლინდეს, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის.
იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ორ საეჭვო შემთხვევას სწავლობენ, თუმცა დადასტურებით რამეს თქმა, ნაადრევია. მისი თქმით, საუბარია გამონაყარზე, რომელიც ჩუტყვავილას წააგავს.
„აქ საუბარია იმ გამონაყარზე, რომელიც ჩუტყვავილას წააგავს. სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს გვექნება ინფორმაცია. ყველა ის ადამიანი, რომელიც დაბადებულია 1980 წლამდე და რომელსაც გაკეთებული აქვს ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა, გარკვეულწილად არის დაცული მაიმუნის ყვავილის დაავადებისაგან“,- ამბობს ივანე ჩხაიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ამ ორი შესაძლო შემთხვევიდან, ერთი უარყოფითი აღმოჩნდა, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „ჩემო ძალა, ჩემო სისუსტე...“ - ქეთა თოფურია ქმარს დაბადების დღეს ულოცავს
👉 „სანამ გაიაზრებს, რომ დედიკო არა ვარ, დაე, დამიძახოს” – ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ
👉 VIDEO: რატომ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა „პრაიმ ჰაუსში“
👉 VIDEO: „44 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება“ - დედამ მკვდრად გამოცხადებული შვილი იპოვა