მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვა 1714205530

მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სტუმრობდა.„ეს არის გამორჩეული დაწესებულება არა მხოლოდ საკუთარი უზარმაზარი ისტორიით და ტრადიციებით, არამხოლოდ შესანიშნავი პერსონალით, ამავდროულად, იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის გათვალისწინებით, რომელსაც ასრულებს ეს დაწესებულება. გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ და როგორ შევძლოთ, რომ დღითი დღე მზარდი იყოს სტანდარტები, რომლის მეშვეობითაც მოხდება სამედიცინო სერვისების მიწოდება“, - აღნიშნა მინისტრმა.ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.

ჯანდაცვა

ჯანდაცვა 1714200088

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან სამედიცინო დაწესებულების საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე კლინიკას, სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მომსახურების სტანდარტების მეტად გასაუმჯობესებლად, სამინისტრო, კლინიკასთან ერთად, აქტიურად მუშაობს.ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის. კლინიკაში ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, რომელიც 95 პაციენტს ემსახურება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიული მომსახურების სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა.ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო შელია.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ჯანდაცვა

ჯანდაცვა 1714199560

სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ბათუმში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს. ისაუბრეს გურიისა და აჭარის რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე.ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს DRG დაფინანსების მოდელის კონკრეტული ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მათი მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ საჯარო და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, დღის წესრიგში არსებულ თითოეულ საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.შეხვედრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება.ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრები. ასევე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელმძღვანელი ნინო სარიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ჯანდაცვა 1713948279

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აქონდროლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს.მინისტრის განცხადებით,  მთავრობასთან კოორდინაციით  და  პაციენტების უსაფრთხოებისა და მათი სხვა ინტერესების გათვალისწინებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება, რომლის თანახმად  პაციენტები მედიკამენტის მიღებას, სახლთან მაქსიმალურად ახლოს, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში შეძლებენ.აღსანიშნავია, რომ პაციენტები აღნიშნულ სერვისს  მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ და გამონაკლისის სახით დასაშვები იქნება პრეპარატის საზღვარგარეთ გატანა კვალიფიციური მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ პროცედურების განხორციელების პირობით.იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომას აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები,საკოორდინაციო საბჭოს წევრები და  მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ირინე წაქაძე ესწრებოდნენ.

აქცია პარლამენტთან

საზოგადოება 1713351615

სხვადასხვა კლინიკაში აქციაზე დაშავებული 7 პირია გადაყვანილი, მათ შორის 2 სამართალდამცველია - დაშავებულების ნაწილს ტვინის შერყევა და მოტეხილობები აღენიშნება

გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 7 პირი გადაიყვანეს, აქედან 2 სამართალდამცველი იყო, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.თამარ გაბუნიას თქმით, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები."დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავისა და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ასევე, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყო 5 მოქალაქე სხვადასხვა სახის დაზიანებით. მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საზოგადოება 1713346133

აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა, მათ მიმართა ათეულობით ადამიანმა, დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო - გაბუნია

გუშინ, აქციის დროს მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა. დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, გუშინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაშავებულებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ.“სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ადგილზე არ იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილ მოქალაქეებს არ ჰქონდათ პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის ექიმთან მიმართვის შესაძლებლობა. აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა, მათ მიმართა ათეულობით ადამიანმა, დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო. თითოეულ მათგანს შესაბამისი დახმარება ჩაუტარდათ“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მიხეილ სარჯველაძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვა 1713260368

მინისტრი ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის (ECDC) ცენტრის დირექტორს, ანდრეა ამონს შეხვდა.მხარეებმა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის აქტივობებსა და ინიციატივებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობები, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ.ანდრეა ამონი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც დარგის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესი შეაფასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.საქართველოში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის  ცენტრის დირექტორის ვიზიტი წარმოადგენს ახალი კანდიდატი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის დაწყებული კონსულტაციების პროცესის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების გზაზე, ქვეყნების საჭიროებების განსაზღვრასა და მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას.

ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა

ჯანდაცვა 1713163164

ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა

ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა.დაწესებულება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად, ოფიციალურად გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ, რეგიონული ოფისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით,ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება.შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ფილიალში, 20-მდე პირია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით გაუწევენ დახმარებას.შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ოფისის გახსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

medikamentebi

ჯანდაცვა 1712393589

სიახლე ონკოლოგიური პაციენტებისთთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის არის საჭირო სრულად დაფინანსდება.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წლის განმავლობაში, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება.რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულის შედეგად, პაციენტს შესაძლებლობა აქვს გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობის სრული კურსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფაროს.

თამარ გაბუნია

ჯანდაცვა 1712389043

ჯანდაცვის სამინისტრო სრულად დაფინანსებული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში -ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო სრულად დაფინანსდება.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლის განმავლობაში,25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება.რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ცვლილებაშეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულის შედეგად, პაციენტს შესაძლებლობა აქვს გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობის სრული კურსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფაროს.

მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა

ჯანდაცვა 1712227804

მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან თამარ გაბუნიათან ერთად, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.მინისტრმა  თანამშრომლებს გაწეული მუშაობითვის  მადლობა გადაუხადა. მიხეილ სარჯველაძემ, როგორც პრევენციის ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ფუნქციებსა და  მნიშვლობასა გააკეთა აქცენტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, აქტიურად გაგრძელდება.

მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა

პოლიტიკა 1711524953

მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.სამუშაო შეხვედრაზე, კლინიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასეს, განიხილეს ის საჭიროებები, რაც დაწესებულების, სრული დატვირთვით, ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე, ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურული, კლინიკური და მენეჯმენტის მიმართულებით.როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა გადაიჭრას ის საკითხები, რომლებიც კლინიკის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის არის აუცილებელი. მისივე განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები, სამინისტროსა და თანამშრომლების ხედვების შეჯერებით იქნება მიღებული.სამუშაო შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება, რომლებზეც კლინიკის წინაშე არსებული აქტუალური საკითხი გადაწყდება.