ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს - ზახაროვა

ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას აცხადებს, რომ  ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ის სამხედროები ბიოლოგიურ კვლევებს ატარებენ. ამის შესახებ მან Tass-თან ისაუბრა.

კითხვაზე - მიიღებს თუ არა რუსული მხარე რაიმე ზომებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბიოლაბორატორიებში აშშ-ის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე კონტროლის გასაზრდელად, მან უპასუხა, რომ შესაბამისი მექანიზმის ამოქმედებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

„ვაპირებთ უახლოეს მომავალში გავააქტიუროთ მექანიზმები ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის V-VI მუხლების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებს კონვენციის მიზნებთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას. ასევე, თანამშრომლობას კონვენციის ვალდებულებების შესაძლო დარღვევებზე გამოძიების

ლუგარში, სადაც მუდმივ რეჟიმშია განლაგებული აშშ-საქართველოს არმიის სამედიცინო კვლევის ადმინისტრაცია. რუსმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, ასევე, ქართველმა ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს აშშ-ის მიერ კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ბიოლოგიური ობიექტის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევები მწერების, განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური და ინფექციური აგენტების მატარებლებად გამოყენებაზე“, - განაცხადა ზახაროვამ.