ფსევდო-პროდასავლელმა გიორგი გახარიამ უნდა იცოდეს, რომ არცერთ ქვეყანაში ურეიტინგო, მარგინალ, თაღლით პოლიტიკოსს მმართველი გუნდიდან არავინ ელაპარაკება - გია აბაშიძე გიორგი გახარიაზე

gia abashidze

იმის გარდა, რომ გახარიას ადეპტები ანა ბუჩუკური, ნათია მეზვრიშვილი და მათნაირნი სიბრიყვეების თქმის ნონ-სტოპ რეჟიმში არიან, ახლა კი, მოღალატე ექს-პრემიერი გახარია უნიჭოდ ცდილობს თვითაქტუალიზაციას და ბიძინა ივანიშვილთან მოინდომა საჯარო დებატები, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ფსევდო-პროდასავლელმა გიორგი გახარიამ უნდა იცოდეს, რომ არცერთ ქვეყანაში ურეიტინგო, მარგინალ, თაღლით პოლიტიკოსს მმართველი გუნდიდან არავინ ელაპარაკება.

„იმის გარდა, რომ გახარიას ადეპტები ანა ბუჩუკური, ნათია მეზვრიშვილი და მათნაირნი სიბრიყვეების თქმის ნონ-სტოპ რეჟიმში არიან, ახლა კი, მოღალატე ექს-პრემიერი გახარია უნიჭოდ ცდილობს თვითაქტუალიზაციას და ბიძინა ივანიშვილთან მოინდომა საჯარო დებატები.

ზოგადად, გადამგდებ, უპრინციპო, უღირს პერსონაჟებს სჩვევიათ იაფფასიანი პოპულისტური გზავნილებით ვითომ ჟონგლიორობა. ფსევდო-პროდასავლელმა გიორგი გახარიამ უნდა იცოდეს, რომ არცერთ ქვეყანაში ურეიტინგო, მარგინალ, თაღლით პოლიტიკოსს მმართველი გუნდიდან არავინ ელაპარაკება არცერთ ღია პლატფორმაზე. ჯერ რეიტინგი გვაჩვენოს გახარიას ე.წ. პარტიამ. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ეს ვერანაირად მოხდება. საარჩევნო კამპანიასაც კლოუნი ჭიჭე ვაშაძის მსგავსად წარმართავს - "ქართულ ოცნებას" "ეშინია" ჩვენთან დისკუსიების. ვიმეორებ - ჯერ რეიტინგი გვანახოს გაიძვერა ყალთაბანდმა გახარიამ!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.