ევროპარლამენტის პლენარული სესია ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღინისძიებით დაიწყო - მაკა ბოჭორიშვილი

ბოჭორიშვილი

„ევროპარლამენტის პირველი პლენარული სესია ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღინისძიებით დაიწყო სტრასბურგში“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილი წერს.

„გასულ წელს რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა და პატივი შევხვედროდი ბატონ სასოლის, საქართველოს მეგობარს და ქომაგს. ევროპარლამენტისთვის და მთლიანად ევროპისთვის დიდი დანაკლისი იქნება ნამდვილი ევროპელის, ევროპული ღირებულებების მტკიცე დამცველის დაკარგვა. დავიდ სასოლის ხსოვნას გუშინ ევროპარლამენტარებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად პატივი მიაგეს იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

დღეს კი ევროპარლამენტმა მალტელი პოლიტიკოსი, ქალბატონი რობერტა მეცოლა აირჩია პრეზიდენტად 458 ხმით. წარმატებები მას ამ პოსტზე!

იმედი მაქვს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს“,- წერს მაკა ბოჭორიშვილი.