ბავშვის მენიუ შემოდგომა-ზამთარში და რა უნდა გავაკეთოთ მისი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ბავშვი

სწორი ჯანსაღი კვება გარკვეულწილად სეზონურ ხასიათსაც ატარებს, რადგან სხვადასხვა სეზონი წარმოდგენილია კონკრეტული საკვები პროდუქტების სიჭარბით ან ნაკლებობით. შემოდგომაზე ორგანიზმში გარდაქმნა იწყება - სიცივეებისთვის ემზადება. მკვებავი ნივთიერებები უჯრედისში სათანადო რაოდენობით ვერ ხვდება და ცვლის პროცესები ირღვევა. შედეგად, ორგანიზმი ნახშირწყლებს ცუდად შეითვისებს. ამიტომ ამ პერიოდში რაციონში რაც შეიძლება ბევრი მცენარეული ზეთი, გაღივებული მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული უნდა შედიოდეს.

წელიწადის ყველა დროს არის ის სეზონური ხილ-ბოსტნეული, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს. ერთია სამკურნალო კვება, მეორე კი – სწორი კვება, რომელიც ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად წელიწადის ნებისმიერ პერიოდში. შემოდგომით თუ არ მიიღო ადამიანმა საკვები სწორად, ძნელია ზამთრის რთულ პერიოდს ჯანმრთელად გაუძლოს.

უცილებელია ნატურალური და არა გენმოდიფიცირებული საკვების შერჩევა, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ხილფაფების ჭამა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვი ყოველდღიურად თითო სახეობის პროდუქტს მაინც უნდა იღებდეს საკვები პროდუქტების შემდეგი ოთხი ძირითადი ჯგუფიდან:

 

1-ლი ჯგუფი: მარცვლეულის პროდუქტი და სახამებლის შემცველი

ბოსტნეული (პური, ფუნთუშეული, მაკარონი, ვერმიშელი, კარტოფილი,

ბრინჯი, ა.შ.);

მე-2 ჯგუფი: ხილი და ბოსტნეული;

მე-3 ჯგუფი: ხორცი და მისი ალტერნატივები (შემცვლელები) – (ხორცი, თევზი, კვერცხი, თხილი, კაკალი, პარკოსნები - ბარდა, ლობიო, სოია);

მე-4 ჯგუფი: რძე და რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, მაწონი, ნადუღი...)

შეძლებისდაგვარად, ამ ჯგუფებიდან განსხვავებული საკვები კომბინაციები

უნდა შეირჩეს. თუ თქვენი შვილი არ ჭამს ხორცს და თევზს, აუცილებლად აჭამეთ პარკოსნები (ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოია), კვერცხი და თხილი/კაკალი (დაქუცმაცებული). არაფრის ჭამას თუნდაც შეზღუდული ნაირსახეობის საკვების მიღება სჯობს. შიგადაშიგ, სცადეთ ახალი სახეობის საკვების მიცემა. სასურველია ახალი ან ადრე უარყოფილი საკვების - მაგ. ხორცით დამზადებულის, იმ საკვებთან ერთად მიტანა, რომელიც თქვენს შვილს ნამდვილად მოსწონს - თუ ახალ შეთავაზებულ საჭმელს მაინც არ მიიღებს, წინააღმდეგობის გარეშე გადადეთ ის გვერდით და ხელმეორედ მხოლოდ რამდენიმე კვირის მერე შესთავაზეთ. წყარო