VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, იბრაგიმ გასეევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიქტორ ფიოდოროვი დაინიშნა.
მანამდე გასაევმა განაცხადა, რომ აპირებს, აპრილში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
„თავდაცვის მინისტრს ჯარისთვის და საბრძოლო მომზადებისთის არ სცალია და ეს ჩანს მისი მოქმედებებიდანაც, უფრო მეტად - უმოქმედობით. ამიტომ, მე გადავწყვიტე, თავდაცვის მინისტრი, იბრაგიმ გასეევი თანამდებობიდან გადამეყენებინა". - განაცხადა ბიბილოვმა.
„პრეზიდენტმა“ 26 თებერვალს ოფიცრების მოწვევის ბრძანება გასცა, რათა პირადად შეხვდეს ხელმძღვანელობასა და ქვედანაყოფების მეთაურებს.
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ТАСС ავრცელებს
ფეოდოროვმა 1975 წელს დაამთავრა შორეული აღმოსავლეთის უმაღლესი კომბინირებული შეიარაღების სარდლობის სკოლა.
სამხედრო სპეციალობა - მოტომსროლელი ჯარების ტაქტიკური მართვა.
სამოქალაქო სპეციალობა - ჯავშანტექნიკის ექსპლუატაციის ინჟნერი.
1975 წლიდან მსახურობდა ოფიცრის პოზიციებზე სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში, შემდეგ - რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.
2011 წლის ივნისიდან ცხოვრობს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ქალაქ ცხინვალში.
2011 წლის აგვისტოდან მსახურობს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ შეიარაღებულ ძალებში, შემდეგ პოზიციებზე:
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსი,
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ პრეზიდენტის 2016 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულებით დაინიშნა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად - ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ.ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ პრეზიდენტის 2018 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულებით ფედოროვს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.დაჯილდოებულია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მეგობრობის ორდენით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ორდენებითა და მედლებით, RF, RA, სსრკ.