დავით არახამია შეისწავლა ქართულმა საზოგადოებამ, ის ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პიროვნებაა - მაჭარაშვილი

მოლაპარაკება

არ მგონია, ახლა არახამიას განცხადება კომენტარს საჭიროებდეს, ეს ადამიანი ჯერ ჩამოყალიბდეს, რომელ ენაზე საუბრობს საერთოდ, ქართულად, უკრაინულად, რუსულად, საერთოდ რა პოლიტიკა აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, აშშ-სგან თუ სანქციების ენით საუბარი გაგრძელდა, ეს სამომავლო ურთიერთობებისთვის წამახალისებელი ვერ იქნება.

„დავით არახამია შეისწავლა ქართულმა საზოგადოებამ, ის ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პიროვნებაა და ახლა მისი განცხადებები რომ არ იქნება შესაბამისობაში ქართული სახელმწიფოს და, მით უმეტეს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან, ამაში ეჭვი არავის ეპარება, უინტერესოა ეს განცხადება. „ხალხის ძალა“ ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარებით და თქვა, რომ ფული მაქვს გადახდილი და, რა თქმა უნდა, სასამართლოში უნდა ჩავერიოო, ეს გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის ჩამოსვლის შემდგომ რაღაცები შეიძლება, დარეგულირდეს. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა პარტნიორულ ურთიერთობებში სანქციების ენით საუბარი, ბუნებრივია, რომ ეს ვერ იქნება წამახალისებელი სამომავლო ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დავით არახამიამ ტელეგრამარხზე არხზე დაწერა: „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა სანქცია დაუწესა, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის“.