„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1732629799
ნიკა გვარამიას შემდეგ ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასა და პარტიების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ნიკა მელია საუბრობს. კოალიცია “ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც ამბობს, რომ ოპოზიციისგან მთავარი ახლა მანდატების და სიების ჩახსნაა. მან ახსენა ის უკმაყოფილებაც, რომელიც პარტიების მისამართით ისმის - ნიკა მელიას შეფასებით, ადამიანები სოციალური კაპიტალის მოპოვებას სხვისი კრიტიკით ცდილობენ.
იქამდე ნიკა გვარამიამ ისაუბრა იმაზე, რომ სამომავლო სტრატეგიაზე პოზიციები ცვალებადი და ჩამოუყალიბებელია.
ოპოზიციის სხვა ლიდერები ამბობენ, რომ ხალხის უკმაყოფილება ლოგიკურია - მათ მოჰპარეს არჩევნები და რეალობის შეცვლა სურთ.
“ქართველი ხალხი იცით რითაა უკმაყოფილო? რომ მოჰპარეს არჩევნები და ეს რეალობა უნდათ რომ შეცვალონ და მეტს მოითხოვენ, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, რაც არის სწორი იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. გვექნება კოორდინაცია არა მხოლოდ გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ ფართო საზოგადოებრივ შემადგენლობასთან,“ - აცხადებს “ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ სალომე სამადაშვილი.
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ საკუთარი გეგმით მოქმედებენ და მუშაობენ.
“ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, ჩვენი გეგმით ვმოქმედებთ და ვმუშაობთ. არასდროს არ გვქონია ამ ნაწილში გადაფარვა და გადაკვეთა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ცალკე პოზიცია გვქონდა და ამ პოზიციაზე ვრჩებით. მე რა ვიცი ვის თავში რა ტრიალებს, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი რადიკალური, არა მშვიდობიანი სცენარის განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს“, - განაცხადა პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბექა ლილუაშვილმა.