ახალი რეკორდი - 59 წლის ქალმა საათში 1 575 აზიდვა გააკეთა

აზიდვები

59 წლის კანადელმა ქალმა 1 საათში 1 575 აზიდვა გააკეთა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც დონაჯინ ვილდი ამბობს, ამ მომენტისთვის ის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და ბევრს ვარჯიშობდა. 

მის მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია - ამ ნაბიჯით მან გინესის რეკორდის დამყარება შეძლო.