ჩვენ ვაკვირდებით სპექტაკლს, რომელიც გარედან არის დადგმული - ლევან მაჭავარიანი გახარია-ხაზარაძის ერთობაზე

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გახარია-ხაზარაძის ერთობის მოლაპარაკებები გარკვეული ტიპის სპექტაკლია, რომელიც გარედან არის მართული.

მისი განმარტებით, ხაზარაძე-გახარია ისე მოიქცევიან, როგორც დაავალებენ გარე ძალები.

"ჩვენ ვაკვირდებით გარკვეული ტიპის სპექტაკლს, რომელიც, რა თქმა უნდა, გარედან არის დადგმული. არავინ არ ეკითხება არც ხაზარაძეს და არც გახარიას, დაჯგუფდებიან თუ არა. როგორც დაავალებენ, ისე შეასრულებენ ამ დავალებას. შევხედოთ მოვლენების განვითარებას; საბოლოო ჯამში, ალბათ, მათი გარე უფროსები მაინც დააჯგუფებენ. ყოველ შემთხვევაში, გახარიას ბარიერის გადალახვის ნულოვანი შანსი აქვს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანი.