ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
გუშინ, 19 სექტემბერს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი, ანიმატორი და მხატვარი ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ.
„ლადო ... ჩვენი სიყვარულის კაცი ... უფალმა ამყოფოს ნათელში,“ „უკარგესი და უსაყვარლესი ადამიანი! ჩემი უფროსი მეგობარი იყო! მუდამ მანუგეშებდა და გულში მიკრავდა.
ყველა შეხვედრა ღიმილით და რაიმე სასიამოვნო ისტორიით მთავრდებოდა, როგორ ხასიათზეც უნდა ყოფილიყო… ძალიან დამწყდა გული...“ - წერენ სოციალურ ქსელში რეჟისორის მეგობრები.
ლადო სულაქველიძის სამოქალაქო პანაშვიდი 20-21 სექტემბერს, დასაფლავება 22 სექტემბერს(კვირა) გაიმართება. მისამართი: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის 17.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ სულაქველიძე 1957 წლის 13 აგვისტოს დაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ქანდაკების ფაკულტეტი 1976 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი ანიმაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით 1981 წელს.
მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში. გადაღებული აქვს ფილმები: "პორტრეტი" (1981), "მიწა თავისას მოითხოვს" (1983), "დიდი ტალღა და პატარა ტალღა" (1986), "მეფე და ჩიტი" (1985), "ოჩოკოჩი" (1986), "მოდის"(1988), "დიდი დავითის ჯაჭვის პერანგი" (1990), „ლეგენდა ღვინოზე" (2006), "რატომ არის ზღვა მარილიანი", "როგორ გაჩნდა მთვარე"( 2007), "ჩიტბატონა" (2007); დოკუმენტური ფილმები: "მთაწმინდა" (1993), "თბილისური აბანოები", "26 მაისი" (1994), ციკლი "ჩვენი ქვეყანა" (2001-2002), "გერმანული სათვისტომო" (2002) და სხვ.
ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. არის გამარჯვებული კინო ფესტივალებისა, მათ შორის: კინო ფესტივალ „ამირანის" პრიზი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის „პორტრეტი" (1982), ჩერნოვცის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პრიზი ფილმისთვის „მიწა თავისას მოითხოვს" (1983), საერთაშორისო ფესტიესტივალის „ბიმინის" პრიზი საუკეთესო ქართული ფილმისთვის „ლეგენდა ღვინოზე" (2008). კინორეჟისორი.