„მას საკმარისი პრობლემები აქვს თავის ცოლთან" - ტრამპი პრინც ჰარის დეპორტაციას გამორიცხავს
1739098298
თვე და ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება გამოაცხადა. მმართველი გუნდის განცხადებით დადასტურდა, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან არ არსებობდა და გამოცხადებული გადაწყვეტილებით არაფერი შეცვლილა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლადო ბოჟაძის თქმით, აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი შეცვლილა.
„ბუნებრივია ეს არაფერზე ასახულა. მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორობისა, ჩვენ ამერიკასთან არ გვქონდა უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და პირდაპირი რეისები. ამ თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქეებისთვის არც მანამდე და არც მერე არაფერი შეცვლილა. თუმცა თავის დროზე ეს გადაწყვეტილება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ ოპოზიციას აქ დამატებით საბაბი ჰქონოდა ესაუბრა საქართველოს იზოლაციაზე ან საქართველოს პარტნიორებთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე“, - განაცხადა ლარო ბოჟაძემ.