„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ექსპრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ძმა ამბობს, რომ დღითიდღე რთულდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დრო აღარ ითმენს.
„დღითიდღე რთულდება მიშას მდგომარეობა. წნევა იმ დღეს 220 აღენიშნებოდა, რაც არასდროს ჰქონია, პულსი 170 იყო. კრიტიკულ ზღვარზეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გუშინ უნდა შესულიყო ორივე ექსპერტი. კატეგორიულად ვითხოვთ ჯეიმს კობის შეშვებას, რაც შეიძლება მალე დაიდოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ოჯახს, რომ მივმართოთ სასამართლოს ადვოკატების დახმარებით, რომ როგორმე მოხდეს მისი საზღვარგარეთ ტრანსპორტირება. დრო აღარ ითმენს.
ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მისი ჩვეული სტილია, რომ თურმე ყველაფერი სპეკულაციაა. ღმერთმა არ ჩაუგდოს ოჯახის წევრი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები. ვხედავ, რომ ჩემი ძმა იღუპება და ვერასდროს შევეგუები. თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, არ მოვუწოდებ გლობალური მიტინგისკენ, არა, გვერდით დაგვიდგნენ, ქართველები გავერთიანდეთ, რომ მიშას სიცოცხლე გადავარჩინოთ“,- აღნიშნავს გიორგი სააკაშვილი.