დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ამ ცინიკური განცხადების ნაცვლად, აიღონ პასუხისმგებლობა, ეყოთ ვაჟკაცობა, გადადონ გვერდზე პოლიტიკური შურისძიება და ადამიანს მოექცნენ ადამიანურად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, საზოგადოებითვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა.
„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ადეკვატურად მოქცეულიყო და სამედიცინო მომსახურება გაეწია მისთვის, იმავდროულად მისცემოდა საშუალება აშშ-დან ჩამოსულ ექსპერტს მოენახულებინა, გამოკვლევა ჩაეტარებინა და სწორი დიაგნოზი დაესვა, ამის საშუალება არ მისცეს, პირიქით, სასამართლო სხდომაც კი გაუმართეს პალატაში, ყოველგვარი კანონმდებლობის, ყველა მოთხოვნის დარღვევით.
დღეს გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. რამდენჯერმე იყო ეს დამძიმება დღის განმავლობაში, ამიტომ დღეს ჩვენი კოლეგა, ეკა ხერხეულიძე მოინახულებს მას და პირადად გაესაუბრება ექიმებს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ პირველ რიგში მის პირად ექიმს მიეცეს მონახულების საშუალება, ასევე ექსპერტს აშშ-დან, რომ მოინახულოს, ჩაუტაროს გამოკვლევა, სწორი დიაგნოზი დაისვას და რაც მთავარია - გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ.
რეალურად, დღეს ხელისუფლება არის პოლიტიკური შურისძიების და მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ჩუმი თანამონაწილე. ეს გრძელდება უკვე 1 წელია. ეს არის პასუხი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ თურმე ეს არის სიმულაცია. როგორ არის სიმულაცია, როცა ადამიანი პრაქტიკულად ყოველდღიურად ებრძვის სიკვდილს და უმძიმეს დიაგნოზს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.