თოფურიძემ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა, ისინი ერთმანეთს კეზერაშვილისა და სააკაშვილის შავი ფულისთვის ებრძვიან - კობახიძე

კობახიძე

იოსებ თოფურიძემ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა, მილიონ ნახევარი როდესაც ერთ ადამიანზე იხარჯება და დეკლარირებული არ არის აუდიტის სამსახურის წინაშე, ჩანს, რომ ეს არის შავი ფული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვახსოვს როგორ ექცეოდა ადამიანის უფლებებს თავის დროზე. თუ არ ვცდები კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია. რაც შეეხება ხარჯებს, საინტერესოა თავისთავად ეს დეტალები, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ პრაქტიკულად არალეგალური ხარჯები გამოააშკარავა ამ ადამიანმა. მილიონ ნახევარი როდესაც ერთ ადამიანზე იხარჯება, დეკლარირებული არ არის აუდიტის სამსახურის წინაშე, ჩანს, რომ ეს არის შავი ფული. ეს ასევე აჩვენებს შიდა დაპირისპირებას. რისთვისაც ებრძვიან ერთმანეთს ეს არის კეზერაშვილის, სააკაშვილის ფული და ამ ფულის გარშემო მიმდინარეობს ეს დაპირისპირებები, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან კარგია. რაც მეტი პოლარიზაცია იქნება „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით ნაკლები იქნება პოლიტიკურ სისტემაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და პარტიაში გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში წერს.