ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვებაში მთავარი როლი მან შეასრულა - ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბა

ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ჩვენი ქვეყნის, არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, გადარჩენის საქმეში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წელს ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ მოსულიყო, დღეს ქვეყანა შეიძლება საერთოდ აღარ გვქონოდა.

„რა თქმა უნდა, ეს წინა მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული, რაც ნიშნავს პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის განადგურებას. შეიძლება დაგვეკარგა სუვერენიტეტნი და საერთოდ ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ შეფასება - ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვებაში, რომელიც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, რა თქმა უნდა, მთავარი როლი მან შეასრულა“, - განაცხადა პრემიერმა.