აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარი

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ და დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ბაქოს ინფორმაციით, ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა.

„12 თებერვალს 20.50-ზე და 23.40-ზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის რაიონის დასახლება კოჰანაბის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს“, - იუწყება სააგენტო „ტრენდი“.

აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ ორი სომეხი სამხედრო, რომლებმაც ზავი დაარღვიეს და პროვოკაციას გეგმავდნენ, განადგურებულები იყვნენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით 13 თებერვალს სომხური პოზიციების მიმართულებით ნერკინ ჰანდის რაიონში ცეცხლი გახსნეს.

„აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს. ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც“, - განაცხადეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია პირველად გამწვავდა.