„ყოველ წამს მის სუნთქვას ვამოწმებდი“ – 18 დღის ჩვილი მიწისძვრიდან 32 საათის შემდეგ გადაარჩინეს
1783328249
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.
როგორც ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.
„მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებში გაეროს მაღალი დონის ღონისძიებაში.
ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ ადგილს იმკვიდრებს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის სისტემებში. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში რეფორმების განხორციელების და ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს“, - აღნიშნა მან.