„დიდი ხანია, პარტნიორი არ მყოლია... ჩემს იმიჯს სხვა რამეები მიაკერეს“ - ალექსანდრა პაიჭაძე

პაიჭაძე

მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დიდი ხანია პარტნიორი არ ჰყავს, რადგან არ სურს საკუთარი სექსუალური ენერგიის „გაფანტვა“.

პაიჭაძე აღნიშნავს, რომ, მისი შეხედულებით, ქალებს საკუთარი ემოციებისა და ენერგიის მართვა კარგად შეუძლიათ და ამ თემას ყოველთვის განსაკუთრებულად უყურებდა.

„ჩვენ, ქალებს სექსუალური ენერგიის მართვა კარგად შეგვიძლია... დიდი ხანია, პარტნიორი არ მყოლია, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ მსურს, ამ ჩემი საოცარი ენერგიის გაფანტვა. ორგაზმის მიღწევა ჩვენ ქალებს, თითქმის, ყველა მაგარი სიტუაციიდან შეგვიძლია, კაცებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლიათ.

ჩვენ სრული სპექტრი გვაქვს ჰორმონების და ემოციების ფრქვევისთვის, რომ ვმართოთ და ვაღწიოთ სიამოვნების პიკს. სწორად არ მიმაჩნია ენერგიის გაფანტვა. ჩახსნილი მაქვს ეგ თემა, სულ ასე მქონდა, თუმცა, ჩემს იმიჯს მაინც სხვა რამეები მიაკერეს. მე ხომ ვიცი...“ - წერს პაიჭაძე.